აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის უმაღლესმა რადამ 2026 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების გაზრდას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ 2026 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების გაზრდას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის უმაღლეს რადაში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს მხარი 242-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში ხარჯების 1.5 ტრილიონი გრივნით (34.7 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდას ითვალისწინებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის ხარჯების გაზრდა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დამტკიცების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

უკრაინის თავდაცვის ხარჯები წელს რეკორდულ 4.37 ტრილიონ გრივნას (97.2 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწევს. გასულ წელს უკრაინის თავდაცვის ხარჯები 61.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

იტვირთბა....