ქუთაისში, ასათიანის ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი სახლის წინ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივები აცხადებენ რომ მათ აღსაზრდელებს ეზო აღარ აქვთ, და კორპუსის მშენებლობა მზის სხივებსაც ჩაუბნელებთ. ამბობენ, რომ მათ წინ საცხოვრებელი სახლი კომპანია შ. პ .ს _აღმშენებელი ქუთაისი”-მა შეისყიდა და მის მაგივრად მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.
მოსახლოება ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს მერიამ არ დაუშვას მათი საცხოვრებელი სახლის წინ მრავალსართულიანი კორპუსის მშენბელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივები საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.