ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS: “მოგვისმინე, პუტინ, ჩვენ ჩამოვალთ რუსეთში და საკუთარ სახლში მოგკლავთ“

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთს ემუქრება, – ამის შესახებ სააგენტო “Reuters”-ი იუწყება.

ISIS-მა ცხრაწუთიანი მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნიღბიანი მამაკაცი თავის მომხრეებს რუსეთში ჯიჰადის დაწყებისკენ მოუწოდებს და ამბობს: „მოგვისმინე, პუტინ, ჩვენ ჩამოვალთ რუსეთში და საკუთარ სახლში მოგკლავთ“.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 220 ადამიანი იმყოფება, რომლებსაც შეუძლიათ ტერაქტების მოწყობა.

იტვირთბა....