სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ, ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, 53 წლის ზუგდიდელი მამაკაცი ნოქალაქევში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. ის მდინარეში შემაღლბული ადგილიდან გადახტა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა თავი ქვას დაარტყა და გონება დაკარგა.
სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები არიან მობილიზებული და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ, რასაც მდინარეში ცუდი ხილვადობა ართულებს.