ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკელმა ექსტრემალმა რეკორდული ნახტომი 7 600 მეტრის სიმაღლიდან განახორციელა

ამერიკელმა ექსტრემალმა რეკორდული ნახტომი განახორციელა. ლიუკ აიკინსი 7 ათას 600 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა და გადარჩა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ 42 წლის აიკინსმა ორი წუთი იფრინა, რის შემდეგადაც სპეციალურად დამონტაჟებულ ბადეზე დაეშვა.

ექსტრემალს თან მხოლოდ ვიდეო კამერა და ნავიგაციის მოწყობილობა ჰქონდა. მისი ვარდნის სიჩქარე წამში 53 მეტრი იყო. ექსტრემალურ ნახტომს ტელეკომპანია ფოქსი პირდაპირი ეთერით გადასცემდა.

იტვირთბა....