ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ “ჰარი პოტერის” ახალი წიგნი გაყიდვაში გამოვიდა. ჯოან როულინგის ახალი ნამუშევარი სახელწოდებით “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” ჯერ კიდევ გაყიდვაში გამოსვლამდე გახდა ბესტსელერი. შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში პირველი ტირაჟი წინასწარ გაიყიდა.
დაკვეთებით რეკორდი მოხსნა წიგნის ელექტრონულმა ვერსიამაც. ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი ჯოან როულინგმა ამავე სახელწოდების პიესის სცენარის მიხედვით დაწერა, რომლის პრემიერაც ლონდონში გუშინ საღამოს შედგა. პრემიერას პოტერიანას ავტორიც დაესწრო. ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ 5 საათიანი თეატრალური დადგმა ორ ნაწილადაა გაყოფილი. როულინგის თქმით, ახალი ნამუშევარი ჰარი პოტერის ისტორიის დასასრულს ასახავს.