ბერლინი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. გერმანიის დედაქალაქში ასობით ადამიანი გამოვიდა და ანგელა მერკელს მიგრანტებისათვის ღია კარის პოლიტიკის შეჩერება მოსთხოვა.
დემონსტრაცია ლოზუნგით “მერკელი უნდა წავიდეს” მემარჯვენე ძალების მიერ იყო ორგანიზებული.
მომიტინგეები აცხადებენ, რომ იმ ტერაქტების ფონზე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გერმანიაში მოხდა, მიგრანტები გერმანელი ხალხის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაკადთან ერთად ქვეყანაში რადიკალი ისლამისტები ჩადიან. აქცია ბერლინის ცენტრში ექსესების გარეშე დასრულდა.