ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთს სანქციების ნაწილი მოუხსნას

ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთს სანქციების ნაწილი მოუხსნას. მიზეზად რუსული პოლიტიკის გავლენა და პოლიტიკოსებზე ბიზნესის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა სახელდება,  – ამის შესახებ ინფრომაციას სააგენტო როიტერსი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როიტერსის ცნობით, არ არის გამორიცხული, 2017 წელს რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ სექტორზე შეზღუდვები მოიხსნას, რასაც პოლიტიკოსებზე ბიზნესის მხრიდან არსებული ზეწოლა განაპირობებს.

ევროპელი დიპლომატები განმარტავენ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის კონტრსანქციებით დაზარალდნენ და საკუთარი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ვერ გააქვთ, ფერმერებისა და მწარმოებლების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდიან. ასეთები კი იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, კვიპროსი, სლოვენია, სლოვაკეთი და ბულგარეთი არიან.

კიდევ ერთი მიზეზი კი შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკის გავლენა გახდეს.

როიტერსთან საუბარში ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ სანქციების მოხსნის მომხრე ქვეყნებში სულ უფრო ხშირად მიუთითებენ, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს არასათანადოდ ასრულებს.

იტვირთბა....