დიღომში, დღეს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
როგორც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, 30 ივლისს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, დიღომში150 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, ვაშაძის, გიორგი ბრწყინვალისა და რჩეულიშვილის ქუჩების აბონენტებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს ჩვეულ რეჟიმში აღუდგება.