ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერევანში ერთმანეთს სამართალდამცველები და მომიტინგეები დაუპირისპირდნენ

ერევანში ისევ არეულობაა. პოლიციის საგუშაგოსთან, სადაც სასნა ცრერის შეიარაღებული აქტივისტები არიან ბლოკირებულები, ერთამენთს სამართალდამცველები და მომიტინგეები დაუპირისპირდნენ.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასნა ცრერის მომხრეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და საპატრულო სამსახურის შენობასთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს. სამართალდამცველებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

ძალოვანებმა დემონსტრანტების დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე სროლის ხმაც გაისმა, თუმცა ინფორმაციას ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.

პოლიციის ცნობით არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველია.

ძალოვანებმა შეტაკებების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

იტვირთბა....