საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის რაც მოხდა იყო გარკვეული გაურკვევლობა და საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
“სამართალწარმოება გაგრძელდება ჩვეულებრივად იმ კანონის ფარგლებში, რომელიც არსებობს და არა სუსის თუ პროკურატურის” – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ შემდეგი რამ განაცხადა: „პლენუმის წევრთა უმრავლესობა თავის განცხადებაში გამოხატავს პოზიციას, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი საჯარო განცხადების თაობაზე. მთელი საკონსტიტუციო სასამართლო არის დღეს ეჭვმიტანილი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, საზოგადოების მხრიდან იქნება აღქმული როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.არცერთ შემთხვევაში არავის ვადანაშაულებ, პირიქით, ვფიქრობ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არასდროს არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია, არ მომისმენია, ჩემი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე“