ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

„ჩემმა ნუციკომ გაიღვიძა, აპარატიდანაც გამორთავენ მალე“: როგორია მორაგბის მეუღლის მდგომარეობა

ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტის, გიორგი ლომინაძის მეუღლის მდგომარეობა გაუმჯობესდა, – ამის შესახებ მისი მეგობარი, ნინი ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემმა ნუციკომ გაიღვიძა. დედიკო და მამიკო ელაპარაკნენ, დაამშვიდეს და ყველაფერი კარგად იქნება. აპარატიდანაც გამორთავენ მალე, ყველა რეფლექსი აქვს, ადეკვატურად ესმის, კონტაქტურია, ამოძრავებს ყველაფერს, არ ეშინია და მალე ყველაფერი კარგად იქნება.“ – წერს მისი მეგობარი.

 

შეგახსენებთ, 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტასაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯეხა.

შემთხვევის შედეგად ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა. სამი დაშავებული სამტრედიის, ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრსა და კლინიკურ საავადმყოფოში არიან განთავსებული.

 

იტვირთბა....