ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარა: სუს-მა გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს)გამოძიება დაიწყო:

”აღნიშნულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გამოძიებას სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

იტვირთბა....