აზერბაიჯანში ადგილობრივი ტელევიზიის საბჭომ ტელეარხ ANS-ს ლიცენზია გაუუქმა, -ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება არხის მიერ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაშუქებამ გამოიწვია-„მის მიერ ტრანსლირებული გადაცემები თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ძირს უთხრის და ტერორიზმის ღია პროპაგანდას ეწევა“.-ნათქვამია საბჭოს დასკვნაში.
ტელეკომპანია ANS 1991 წელს შეიქმნა. ის პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა აზერბაიჯანში.