აშშ იაპონიას ოკინავას კუნძულის 4000 ჰექტარს დაუბრუნებს. 1972 წლის შემდეგ ასეთ დიდ ტერიტორიას ამერიკელი სამხედროები იაპონიას პირველად უბრუნებენ.
მიწის დაბრუნება კუნძულზე დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ივნისში ოკინავაზე 20 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით აშშ-ის მოქალქე კენეტ ფრანკლინი დააკავეს. მკვლელობას მრავალათასიანი საპორტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებმა აშშ-სგან მოითხოვეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ბაზა დატოვონ.
აღსანიშნავია, რომ ოკინავაზე აზიაში აშშ-ის უსმხვილესი, სტრატეგიულად მნიშვნელობის ბაზა მდებარეობს. ბაზაზე, რომელიც კუნძულის ფართობის მეხუთედს იკავებს, 30 ათასი სამხდროა განთავსებული.