„ნაციონალური მოძრაობის ოფისთან“ საპროტესტო აქცია მოეწყო. „ქართული მისიის“ თავმჯდომარე, გია კორკოტაშვილი პარტიის ოფისთან თანაგუნდელებთან ერთად მივიდა. მათი მოთხოვნა „ქართული ოცნების“ მიერ სამართლიანობის აღდგენა იყო. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დასჯას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფიტული და ცოცხები მიიტანეს და საკუთარი პროტესტი ფიტულის დაწვით გამოხატეს.