პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთაა:
„NDI-ის კვლევაში, ჩვენი პარტიის ადგილი რომ არ ჩანს, უკვე ცხადია, რომ კვლევა გაყალბებულია. ეს კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა, რომელიც ასევე აწყობს „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც პარტიების ჩამონათვალში თამაზ მეჭიაურის პარტია არ არის ნახსენები. კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 4 113 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC – საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.