ახალი ამბები მთავარი

 NDI: გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”, 15%-ისთვის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, არ იცის – 10%-მა. მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, “პატრიოტთა ალიანსი” – ასევე 5%-თთან. “თავისუფალი დემოკრატები” – 4%-თთან, “ლეიბორისტული პარტია” – ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან.

გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.  ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ”CRRC – საქართველო” ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

იტვირთბა....