პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა. მისი თქმით, სხდომაზე მაჟორიტარობის ორ კანდიდატზე იმსჯელეს, რომლებსაც გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთანეთის რეგიონში 29 ივლისს წარადგენს.
ბესელიას ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე თავდაცვის მინისტრის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა:
“თუმცა, ნოდარ ხადურთან შევათანხმე, რომ მეთქვა – თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება”,- იხუმრა ბესელიამ ჟურნალისტებთან.