ახალი ამბები მთავარი

„ის იყო დადგმული ვიდეომასალა, რომელიც ჩვეულებრივ მსახიობების მიერ იყო შექმნილი“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, გადაცემა „არჩევანში“ ეხმაურება:

„ვფიქრობდი, რომ იმ დღიდან როდესაც საჯარო პირი აღარ ვიქნები მეჩივლა. ჩვეულებრივ სტანდარტულად სასამართლოში და მომეთხოვა პასუხი იმ სიბინძურისთვის, რომელსაც ისინი მთელი თვის განმავლობაში ავრცელებდნენ. ის დადგმული ვიდეომასალა, რომელიც ჩვეულებრივ მსახიობების მიერ იყო შექმნილი. მისი ტირაჟირება აქტიურად მოახდინეს და მაშინ საჯაროდაც ფეისბუქის საკუთარ გვედით გამოვეხმაურე ამას. როდესაც ჩვენ ვნახეთ ორი ადამიანი პროკურატურის კარებთან, რომლებიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ ვიდეომასალა, რომელიც დაიდო მათ პირად გვერდზე იყო პოლიტიკოსის შესახებ, რაც აბსოლუტური ტყუილი იყო. ის ვიდეო შენახული მაქვს და ვფიქრობდი ამ ხალხის მიმართ სასამართლოში მეჩივლა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასეთ პატივს ისინი ჩემგან არ იმსახურებდნენ. თუმცა, იყო საკმაოდ სერიოზული შეტევა, ეს იმის პარალელურად ხდებოდა როდესაც ერთი მხრიდან კარასინი მიტევდა და მეორე მხრიდან ადგილობრივი ფაშისტები, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირი მნიშვნელობით დაკავებულები იყვნენ ჩემი დისკრედიტაციის ძალიან ბინძური კამპანიით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ეს ვიდეო შენახული მაქვს, მაშინ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვთხოვე , რომ ინტერნეტ-სივრციდან საერთოდ არ აეღოთ, იქიდან გამომდინარე რომ, ის იყო მსახიობების მიერ დადგმული სცენები და სამწუხაროდ გააქრეს მაშინ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2 „-ს გადაცემა „არჩევანში“ .

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები ცნობილი სახეების შესახებ. გამოძიებამ ეჭვმიტანილები დააკვა.

იტვირთბა....