ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურაში პაპუაშვილის მოადგილე გამოიკითხა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შესაძლო ზეწოლის თაობაზე, რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურიდან გამოსულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს კონსტანტინე ვარძელაშვილს ჟურნალისტებთან დეტალებზე არ უსაუბრია.

ვარძელაშვილის თქმით, მან ზეწოლის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულყოფილად მიაწოდა საგამოძიებო უწყებას, თუმცა რამდენ მოსამართლეზეა საუბარი და ვისი მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, არ დაუკონკრეტებია.

„მე მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი და მიმაჩნდა, რომ რელევანტური შეიძლება იყოს პროკურატურისთვის. ის ფაქტები, რომელიც უკავშირდება სასამართლოს და მოსამართლეზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობას ან ზეწოლას. მივაწოდე სრულად ინფორმაცია, რომელიც მქონდა, მათ შორის კონკრეტული სახელებიც,“- განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გამოკითხვა პროკურატურაში დღესაც გაგრძელდება.

იტვირთბა....