ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურაში პაპუაშვილისა და შოთაძის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

პაპუაშვილი პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე დროს, ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი. მისი თქმით, მისთვის ცნობილია დეტალები კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფატებზე, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა და დეტალების შესახებ ინფორმაციას პროკურატურას მიაწვდის. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია აქვს როგორც მოსამართლეებისგან, ასევე თავად იმ კონკრეტული მოსამართლისგან, რომელზეც ზეწოლა განხორციელდა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამ ფაქტით პროკურატურა დაინტერესდა და როგორც თავად პაპუაშვილი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაკითხვაზე დაიბარა. მათი ნაწილი დაკითხვაზე გამოცხადდა, გიორგი პაპუაშვილი კი ჯერ დასაკითხად არ გამოცხადებულა.

იტვირთბა....