ფონიჭალაში მცხოვრები დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო.
წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.
პროცეზე დაკავებულმა გიორგი ხაბელაშვილმა ჩვენების მიცემის პროცესში პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, მასზე მუდმივად ხდებოდა ზეწოლა, რაც მოიცავს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.