ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვენესუელას ზოოპარკში შიმშილისგან 50 ცხოველი დაიღუპა

ვენესუელის დედაქალაქის ზოოპარკში ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შიმშილისგან 50 ცხოველი მოკვდა, – ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ცხოველების სიკვდილის მიზეზი საკვების უკმარისობა გახდა.  2 კვირის განმავლობაში, ხორცის უკმარისობის გამო, ლომებსა და ვეფხვებს მანგოსა და გოგრას აჭმევდნენ.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ვენესუელის სხვა ქალაქების ზოოპარკები კიდევ უფრო კრიტიკულ მდგომარეობაში.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელის ხელისუფლება ცხოველების სიკვდილის მიზეზად შიმშილს  უარყოფს.

ცნობისთვის, ვენესუელა ნავთობის ფასის ვარდნის გამო მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიხდის.

იტვირთბა....