ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის გამზირის # 19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აივანი ჩამოინგრა.
სამაშველო სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრების განმარტებით, შემთხვევის მთავარ მიზეზს შენობის ავარიულ მდგომარეობაში ყოფნა წარმოადგენს.
,,მემორიალის აფეთქების შემდეგ, დასანგრევია და თავიდან ასაშენებელია ეს კორპუსი. პარტონი არ გვყავს და ვინ მოგვხედავს?” – აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.