ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“ ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა

მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“ ლიანდაგებში 36 წლის ქალბატონი ჩავარდა. როგორც „მეტრონომს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მას დაზიანებები არ მიუღია და უვნებლად გადარჩა.

„ეს ფაქტი მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“ მოხდა 10 საათსა და 30 წუთზე. 1982 წელს დაბადებულია ქალბატონი, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა. საბედნიეროდ, დაზიანება არ მიუღია. ისე მოხდა, რომ რელსებს შორის, სადაც სიცარიელეა, იქ ჩავარდა. მემანქანემაც დროულად მოახერხა დამუხრუჭება და იმდენად უვნებლად იყო, რომ ჩვენს თანამშრომლებს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს თვითონაც ეხმარებოდა ამოსვლაში. 10 წუთი შეფერხება იყო, რადგან მეტროპოლიტენის სადგურზე დენის ძაბვა გამორთეს, სანამ გოგონას ლიანდაგიდან ამოიყვანდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო მოსული, ისინი მას გაესაუბრნენ, შეამოწმეს. გოგონა კონტაქტური იყო, მან საპატრულო პოლიციასთან გასაუბრებაც შეძლო“ – განუცხადეს „მეტრონომს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ლიანდაგებში ახალგაზრდა ქალბატონის ჩავარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....