ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1-ლი აგვისტოდან: ერთი წლის განმავლობაში მიწის დარეგისტრირება უფასოა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან საუბარში  მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კანონზე განაცხადა, რომელიც პირველ აგვისტოს ამოქმედდება:

“მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი ნათქვამიაა, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისათვის ერთი წლის განმავლობაში გრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ მოგვარდება უზუსტო ნახაზები, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის.

ერთი წლის განმავლობაში, ამ პროგრამით ყველამ უნდა ისარგბელობს და დაარეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ იფორმებდა”, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, პრემიერმა სთხოვა, შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც გამორიცხული იქნება  ეს კანონი ვინმემ ბოროტად გამოიყენოს.

იტვირთბა....