გარდაცვლილი ახალგაზრდა, 19 წლის დათა მღებრიშვილი, რომლის ცხედარიც მაშველებმა ბათუმში, ზღვაში იპოვეს, მაია ჯაბუას შვილის, ლიზას ყენიას მეგობარი გახლდათ.
ლიზა სამი დღის განმავლობაში განცხადებას აქვეყნებდა მის შესახებ და სთხოვდა დაბრუნებულიყო.
უბედური შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ლიზამ დათას ემოციური პოსტი მიუძღვნა:
“მხოლოდ ამ დღეს დავაბრუნებდი. და არ გაგიშვებდი ხელს არასდროს. მეც მომკალი”, – წერს ლიზა და ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ დათა მღებრიშვილს ოჯახის წევრები და მეგობრები რამდენიმე დღე ეძებდნენ.
დათა მღებრიშვილმა თავისი უკანასკნელი ფოტო 25 ივლისს გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. მას სწორედ ამ დღის შემდეგ ეძებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით საქმეზე ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.