ახალი ამბები მთავარი

კახი კალაძე: „ვაღიარებ დანაშაულს!!!“

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, თავის განცხადებაზე, ჭორაობის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცველების ზეწოლის შესახებ განცხადების მერე თქვა, ფეისბუქზე განმარტებას წერს:

“ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ , მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი… მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი.

გულწრფელად გეტყვით , იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა-ქალები ჭორაობენ, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!!!

ყოველთვის ქალების, გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში!” – წერს კალაძე ფეისბუქის საკუთრ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძემ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ, სადაც მარგველაშვილმა მოსამართლესა და მის ოჯახზე ზეწოლის შესახებ განაცხდა,  აღნიშნა: „მგონია, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ.“

 

იტვირთბა....