ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მგონია, რომ ეს ცოტა უცნაურია, რომ ის არ მიდის პროკურატურაში“

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდება. პრემიერმა შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პაპუაშვილის არგუმენტები, რის გამოც ის პროკურატურაში მისვლაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს, მთავრობის მეთაურისთვის გაუგებარია.

“მგონია, რომ ეს ცოტა უცნაურია, რომ ის არ მიდის პროკურატურაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მე გამოვხატავ ნამდვილად ნებას და აუცილებლად შევხდები მას. თუმცა ისიც მინდა შევახსენო მას, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაქვემდებარებული ინსტიტუცია. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლების განმავლობაში, როცა ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები როცა, იგი არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან და ეს მინდა, რომ შევახსენო  იმიტომ, რომ რატომღაც ჩნდება შთაბეჭდილება და ქმნიან ამას მიზანმიმართულად, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა მართავდეს მთლიანად ამ პროცესებს, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს. პაპუაშვილი პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა ის პროკურატურაში ჯერ არ გამოცხადებულა.

 

იტვირთბა....