ქუთაისში 15 წლის გოგონას ეძებენდნენ. როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, დაკარგული გოგონას შესახებ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბათუმში ორ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.
დაკარგულ გოგონას სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი 21 საათის წინ აქვს გამოქვეყნებული შინაარსით: „დიახ, მე ჯულისთან მივდივარ“. როგორც ირკვევა, ჯული მისი ახლო მეგობარი იყო, რომელიც გარდაიცვალა. მის პოსტს გარდაცვლილის დედაც გამოეხმაურა და დაკარგულ გოგონას სახლში დაბრუნება სთხოვა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა იპოვნეს. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.