ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ მოკლა დედა-შვილი ფონიჭალაში: პოლიციამ მკვლელობა გახსნა

 

შსს-ს მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ზემო ფონიჭალაში დედასა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი ხ. თბილისში დააკავა.

უწყების განცხადებით, მკვლელი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს დილით დამნაშავემ 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენებით მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია, რის შემდეგადაც კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნის მიზნით რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.”

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.

 

იტვირთბა....