NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.
კითხვაზე პასუხი – „იგივე დარჩა“, რესპოდენტთა 53 %-მა გასცა. გამოკითხულთა 19 %-მა კი განაცხადა, რომ „გაუმჯობესდა“, 25 %-მა კი აღნიშნა, რომ „გაუარესდა“. იგივე კითხვაზე პასუხი – „არ ვიცი“ 2 %-მა გასცა.
წინა წელთან შედარებით იგივე კითხვაზე პასუხი „გაუმჯობესდა“ – 9 %-მა გასცა, „იგივე დარჩა“ – 47 %-მა, „გაუარესდა“ კი – 43 %-მა.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. დასაქმებულად თავს გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, ხოლო 63% დაუსაქმებლად.
„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.