საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში, ეკლესიაზე შეიარაღებულ თავდასხმა მოხდა. სართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორი შეიარაღებული მამაკაცი ეკლესიაში მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი სასულიერო პირი, ორი მონაზონი და მრევლის წევრები მძევლად აიყვანა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
უახლოეს მომავალში ქალაქს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი ეწვევიან.