ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დაიწყეს

თურქეთის მმართველმა პარტიამ, ოპიზიციურ ძალებთან ერთად მუშაობა ახალ კონსტიტუციაზე დაიწყო, – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

BBC-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა ცვლილებებია დაგეგმილი.

თურქეთის პრემიერმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ჟანდარმერია და სამაშველო სამსახური სამოქალაქო უწყებებს დაექვემდებარება.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ თურქეთში სახმედრო გადატრიალების მცდელობა იყო.

იტვირთბა....