ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისი-ბათუმი: ორსართულიანი მატარებლების მოძრაობის გრაფიკი გამოქვეყნდა

 

ორსართულიანმა მატარებლებმა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობა უკვე დაიწყო. საქართველოს რკინიგზიას ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება უცვლელია.

“დღეს, 9:10 საათზე შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის უმაღლესი სტანდარტის ელექტრომატარებელი პირველ მგზავრებთან ერთად შავი ზღვის კურორტებისაკენ დაიძრა. ახალი, ორსართულიანი მატარებელი გაჩერებების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. ორივე მიმართულებით დღეში ორი რეისი შესრულდება: თბილისი (9:10) – ბათუმი (14:09),

თბილისი (18:20) – ბათუმი (23:19).

ასევე ორი რეისია ბათუმიდან თბილისის მიმართულებით:

ბათუმი (7:35) – თბილისი (12:30),

ბათუმი (17:05) – თბილისი (22:00).

ახალ მატარებელზე მგზავრობის საფასური დარჩა იგივე: მეორე კლასი – 23 ლარი, პირველი კლასი – 40 ლარი, ბიზნეს კლასი – 55 ლარი.

საქარველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!”, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

იტვირთბა....