ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ბევრი რამ თქვენთვის ცნობილი არ არის“: მაგდა პაპიძის დედა საინტერესო განცხადებას ავრცელებს

 

მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია განცხადებას ავრცელებს.

“მივმართავ საზოგადოებას! მე, დედა მაგდა პაპიძის შეშფოთებული ვარ გავრცელებული კომენტარებით ჩემი ოჯახის და განსაკუთრებით ჩემი მაგდას ადვოკატის ქალბატონ ირმა ბრელიძის მიმართ.ზღვარს გადაცილებულია თქვენი შეურაცხმყოფელი შეფასებები და კომენტარები ადვოკატის მიმართ! ეს იგივე ჩემს მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფაა რადგანაც მე ნამდვილად არ შემშლია ის, თუ ვინ დამეყენებინა ჩემი შვილის გვერდით.ეს ის ღირსეული, პროფესიონალი და თავისი საქმის ჭეშმარიტად მცოდნე ადამიანია ვინც იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ეკუთვნოდა… და იმაზე მეტიც ვიდრე გამოძიებას უნდა გაეკეთებინა… და ვისაც არ გინდოდათ შეგემჩნიათ ან ვერ მოხერხდა სასამართლოზე დახურული პროცესების გამო მოვლენების მიმართ თვალყური გედევნებინათ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ცდებით თქვენს შეფასებებში! რატომ არ აკეთებთ კომენტარებს იმაზე თუ როგორი აზროვნებით წარმართა და ჩამოაყალიბა ბრალდების მხარემ ეს მოვლენები…. ეს ხომ აშკარად ნიშნავს მიზანდასახულად თვალის ახვევას რეალობის მიმართ ახვევას რეალობის მიმართ. დამერწმუნეთ, ბევრი რამ თქვენთვის ცნობილი არ არის და სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვ კატეგორიულად შეწყდეს კომენტარები და უაზრო განხილვები ვინაიდან საზღვარი აქვს დათმინებასაც და თავის დახრას ამ ყველაფრის მიმართ.” – აცხადებს ლია შამუგია.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ, რომელიც მან თავად აირჩია, ის გაამტყუნეს, მოსამართლემ კი პაპიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა. პაპიძე ბრალს დღემდე არ აღიარებს.

იტვირთბა....