ახალი ამბები მთავარი სამართალი

შპს „დიდუბის“ დირექტორი ტრისტან დვალი დააკავეს

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებსა და შპს „დიდუბის“ დირექტორს ტრისტან დვალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ტრისტან დვალმა მოვაჭრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება ტრისტან დვალის გამოჩენამ გამოწივია, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურში იყო დაბარებული. გარემოვაჭრეებმა მას კიდევ ერთხელ მიმართეს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე აშენებული კედელი გაეუქმებინა და მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, რასაც კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დიდუბის ბაზარში ორ შპს-ს შორის ღობე შპს „დიდუბის“ დირექტორმა ტრისტან დვალმა გაავლო. აქციის მონაწილეები ქალაქის მერს სთხოვენ დაინტერესდეს მათი პრობლემით და დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე არსებულ ბაზარში ღობე მოიხსნას. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თბილისის მერიასთან პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.

იტვირთბა....