ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ეძებს „ოცნება“ ფულიან მაჟორიტატებს

თამაზ მეჭიაური „გურიის მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ბევრ კანდიდატს გაუჭირდება ამომრჩეველს ნატო-სადმი თავისი ერთგულება დაუმტკიცოს:

„ბევრ მათგანს რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი და მგონი დასავლეთში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არის. როცა ვკითხავ, რა აქვთ საერთო რებრენდინგირებულ „ქართულ ოცნებასთან“, ასევე“ ნაციონალურ-რესპუბლიკურ პარტიასთან“, საინტერესოა რას მიპასუხებენ? ახალი სინდიოზი შეიქმნა ახალი სახეებით, რომლებსაც დაემატათ პოსტსაბჭოთა სახეები ანუ ჩემნაირი ტიპაჟები. როგორ უნდა შეაჯვარონ ეს ყველაფერი, მათი პრობლემაა“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ კარგად აღარ აფინანსებს და პარტია „ფულიან მაჟორიტატებს“ ეძებს. კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა „ოცნების“ მაჟორიტარების სიაში ომარ ნიშნიანძე, მეჭიაურმა აღნიშნა: „როგორც ჩანს, ნიშნიანიძეს ფული არ აქვს და თავის საარჩევნო კამპანიას ვერ იფინანსებს“.

იტვირთბა....