სოციალურ ქსელში ექსპერტი საგზაო მოძრაობის საკითხებში, შალვა ობგაიძე ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთის შესახებ წერს:
„ეს არის ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რა ადგილზე მოხდა ის საზარელი ავარია, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ კონკრეტულად ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს.
თუ დააკვირდებით, ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის ,,დაგდებას”) დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან.
ეს წარმოადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხევაში, მაგ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდუვალია, სამწუხაროდ“, – წერს შალვა ობგაიძე.
შეგახსენებთ რომ ამ მონაკვეთზე, რასაც ექსპერტი შალვა ობგაიძე „მომეტებული რისკის ზონას“ უწოდებს (ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა) მომხდარ ავტოკატასტოფას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე კი დაშავდა.