ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

დავით კინწურაშვილი თამარ ივერთან კომუნიკაციის დეტალებს აქვეყნებს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვროს ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი სოპრანოს, თამარ ივერის მიერ მის მიმართ გაგზავნილ შეტყობინებებს აქვეყნებს:

„ქართველი სოპრანო, თამარ ივერი

ყველამ კარგად იცის, რომ თამარ ივერი იყო ის ადამიანი, რომელიც 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამოვიდა ჩვენს სცენაზე, როგორც ეთერის პარტიის შემსრულებელი ოპერაში “აბესალომ და ეთერი”.

რადგან თამარ ივერმა ჩემდამი მოწერილ წერილში (ელ.ფოსტით) ჩემი მისამართით წარმოთქმული მუქარა უკვე აღასრულა, ამიტომ ვაქვეყნებ ჩვენი მიმოწერის ფრაგმენტებს, კომენტარი კი თქვენთვის მომინდვია:

03.05.2016

“…. მე, პირველ რიგში როგორც მომღერალი და შემდგომ საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი იძულებული ვიქნები,… ხმამაღლა ვისაუბრო ფართო აუდიტორიის წინაშე. როგორც ტელე და პრესის მედიით, ასევე სოციალური ქსელების საშუალებით რადგან ჩემდამი არასამართლიან მოპყრობას არასდროს დავუხუჭავ თვალს!!!!

ყბადაღებული მედიის და სკანდალების გზა კი თქვენ და თქვენს არც თუ ისე უინციდენტო იმიჯს ნამდვილად არ წაადგება!

ამიტომ, ველი თქვენგან უფრო ლოგიკურ და რეალობასთან დაახლოებულ პასუხს!!

პატივისცემით

თამარ ივერი

ვისაც ამ წერილის მიზეზი დააინტერესებს, გთავსზობთ მუქარის წინაპირობებს:

თეატრის გახსნის შემდეგ თამარი იწყებს სისტემატიურ მოთხოვნებს სერგეი მურზაევის მოწვევასთან დაკავშირებით ჩემს მიმართ:

7.02.2016

“კარგი იქნება თუ შესთავაზებ…მე და ბადრიმ ტულუზაში ვიმღერეთ ჯამბაზები და ეგ იყო ტონიო….ტონიოს პროლოგი არიის შემდეგ ხალხი ფეხზე ადგა ისე იმღერა….”

“დავით როდის გაქვთ ჯამბაზები? თარიღები. შევეკითხო და შევთავაზო სერგეის თუ სცალია?”

მე თამარს ვუთხარი, რომ „ჯამბაზების“ ძალიან კარგი შემადგენლობა მყავს. (სულხან გეველესიანი, ირინე თაბორიძე და სხვა.)

“სერგეი მურზაევისნაირი ტონიო რომ არც დაესიზმრება მაგ თეატრს ეგ ფაქტია. მაგარ შემადგენლობას რას ეძახი? ჩვენში რომ დარჩეს, ეგ შეიძლება სხვებს დააჯერო მაგრამ მე არ ვჭამ ხომ იცი ”

ეს პატარა უთანხმოება გადავლახეთ და ….

თამარი აქტიურად “გვერდში მიდგას“, მირჩევს უამრავ დეტალს, ინტერნეტის გვერდის დახვეწას, ორენოვანი faceboock – ის ჩაშვებას, ზის სტაჟიორი მომღერლების მოსმენის კომისიაში, შენიშვნა შეაქვს თეატრის ვიზუალურ თუ არქიტექტურულ მოწყობაში, მირჩევს რამდენიმე მომღერალების თეატრში აყვანას, ტუალეტის ქაღალდებით თეატრის მომარაგებას და სხვა მრავალს….

სიხარულით დავეთანხმე თამარის შემოთავაზებას იოან ჰოლენდერის თბილისში ჩამოყვანის შესახებ და დავგეგმეთ კიდეც ნოემბრის თვეში ბატონი იოანის ჩამოსვლა თბილისში, რომელიც ჩვენი თეატრის 165 – ე საიუბილეო სეზონის კვირეულს გააშუქებს, სადაც ასევე თამარ ივერის მონაწილეობაა დაგეგმილი.

20 აპრილს შემდეგი შემოთავაზება მოვიღე;

“…..msoflioshi cnobil dramatul tenor vladimer galuzins surs misi 60clis iubile gadaixados tbilisshi, gala konzertit plus mis kaniozec iko saubari. chemi fondit da operis teatrtan ertoblivad msurda gameketebina. murzaevmac tanxmoba mitxra tonioze an valodias iubileze simgeraze. cesit 11 ivniss aqvs dab.dge magram rogor moxerxdeba? 23 ivnisis mere? Tu seqtembershi gadavitanot? ubralod, archevnebis qaosi ikneba.”

თამარმა ჩემთან შეთანხმების გარეშე დაგეგმა და მოელაპარაკა, …. მე მას უარი ვუთხარი გადატვირთული გრაფიკის გამო. შემდეგ თამარი მთხოვს გალუზინის კარმენში დაკავებას. მე მას ასევე უარს ვეუბნები, რადგან კარმენის ჩვენი თეატრის ძალებით გაკეთებას ვგეგმავ და მხოლოდ შემდეგ სპექტაკლებზე უცხოელი მომღერლების მოწვევას.

“Vitxov amomcurav pasuxs AN SEQTEMBERSHI GADAGVAQVS VLADIMERIS IUBILE AN UARS MEUBNEBI DA SXVA DARBAZS DA DIRIJORS VIKVAN!!!!!”….

“msurs mqondes ofizialuri dokumenti Msoflioshi agiarebuli Tenoris vladimer galuzinis iubileze uaris texstit”….

შემდეგ თამარი აგრძელებს:

“…იუბილის თვედ დასახელებულ იქნა 2016 წლის სექტემბრის თვე.

გთხოვთ, აღნიშნული კონცერტისთვის სექტემბრის თვეში გამოგვიყოთ თეატრის სცენა,”

თამარი მთხოვს თარიღების დასახელებას ოქტომბერ – ნოემბერშიც. იგი ასევე განიხილავს გალუზინს “კანიოს” როლის შემსრულებლად და მინიშნავს ასევე ჯამბაზებს.

ჩემი პასუხი:

“ქალბატონო თამარ,

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია თქვენი და ბატონი ვლადიმერ გალუზინის სურვილი, თბილისის ოპერის თეატრში აღინიშნოს ისეთი ღირსშესანიშნავი თარიღი, როგორიც მისი იუბილეა. ჩვენ რამდენიმე დღეა, ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ახალი სეზონის პირველი სამი თვე როგორც ოპერის, ასევე ბალეტის მხარეს ურთულეს რეჟიმში უწევს მუშაობა მჭიდროდ გაწერილი სარეპერტუარო გეგმის გამო, ვერანაირად ვერ შევძლებთ სექტემბრის თვეში ამ ღონისძიების ჩასმას. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ ხერხდება ჩვენს თეატრში ამ იუბილეს გადახდა. იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით ჩვენს სამუშაო რეჟიმს და გაითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულ მიზეზებს.

პატივისცემით,

დავით კინწურაშვილი”

ცნობილ ქართველ სოპრანოსთან ჭიდილი გრძელდებოდა:

“….მოგეწვიათ ნოემბერში აღნიშნულ თეატრის 165 წლის დიდ გალა კონცერტზე და რამდენიმე დღის შემდეგ მიგვეცა “ჯამბაზები” სადაც ის კანიოს იმღერებდა, მე კი ნედას პარტიას შევასრულებდი. თუ თავისუფალი იქნებოდა, ტონიოს სერგეი მურზაევი იმღერებდა ….”

კულმინაცია: 03.05.2016

“…. მე, პირველ რიგში როგორც მომღერალი და შემდგომ საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი იძულებული ვიქნები,… ხმამაღლა ვისაუბრო ფართო აუდიტორიის წინაშე. როგორც ტელე და პრესის მედიით, ასევე სოციალური ქსელების საშუალებით რადგან ჩემდამი არასამართლიან მოპყრობას არასდროს დავუხუჭავ თვალს!!!!

ყბადაღებული მედიის და სკანდალების გზა კი თქვენ და თქვენს არც თუ ისე უინციდენტო იმიჯს ნამდვილად არ წაადგება!

ამიტომ, ველი თქვენგან უფრო ლოგიკურ და რეალობასთან დაახლოებულ პასუხს!!

პატივისცემით

თამარ ივერი

ამის შემდეგ თამარ ივერი გადადის სოციალურ ქსელში და დანაპირებს ასრულებს …“-წერს დავით კინწურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპერის დასის ნაწილი დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით მათ კულტურის სამინისტროს მიმართეს. მიზეზად კინწურაშვილის მიერ დასთან კომუნიკაციის არქონა და ფინანსური დარღვევები სახელდება. დავით კინწურაშვილმა ოპერის დასის ნაწილის ბრალდებებს 10-გვერდიანი წერილით უპასუხა, რომელიც კულტურის მინისტრს გაუგზავნა. სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, ის გადადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერის სრული დასი მოითხოვს ამას.

იტვირთბა....