ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ვარდების მოედანზე ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ყვითელი სამარშუტო ტაქსი ამოყირავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსიში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლი და 3 მგზავრი. შეჯახების შედეგად სამივე მგზავრი დაშავდა, ასევე დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც. მათი გადმოყვანა ფანჯრებიდან მოქალაქეებმა შეძლეს.
ოთხივე დაშავებული არამიანცის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.