ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, თამარ სანიკიძე ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია  განათლების მოქმედმა  მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაადასტურა.

„მე და თამარ სანიკიძე საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. საუბარია ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრზე, რომელიც განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა. ქალბატონი თამარი უახლოეს დღეებში ჩაუდგება სამსახურს და ახლა გვარდება ტექნიკური საკითხები. მე მიხარია, რომ, როგორც პრეცედენტი, ყოფილი და მოქმედი მინისტრები, გააგრძელებენ თანამშრომლობას და ისეთი ძვირფასი მენეჯერული რესურსი, როგორიც არის თამარ სანიკიძე, დარჩება ჩვენთან.“-განაცხადა ჯეჯელავამ.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა თბილისში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გააკეთა, რომელიც დღეს გაიხსნა და მასში 80-მდე ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

 

იტვირთბა....