ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელბასთან შესაძლო კავშირის გამო პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. პრეზიდენტის გვარდია, რომელიც 2500 სამხედროსგან შედგება, ანკარაში პრეზიდენტის სასახლეშია დისლოცირებლი.

CNN Turk-ის ინფორმაციით, გაცემულია გვარდიის 300 წევრის დაკავების ორდერი, ამ დროისთვის დააკავეს ისინი, ვინც დედაქალაქში იმყოფებოდა.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის ვიცეპრემიერმა ნურეთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ თითქმის 60 ათასი ადამიანის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება “მხოლოდ აისბერგის მწვერვალია”. ვიცეპრემიერის თქმით, ქვეყანაში ამბოხთან კავშირში მყოფი პირების დაკავება გაგრძელდება.

შეგახსენებთ, 21 ივლისს თურქეთმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამო ადმაიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, პრეზიდენტი ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღდგეს.

იტვირთბა....