მთავარი საზოგადოება

„გაგრძელდება ასე? შემდეგი მსხვერპლი შენი შვილი იქნება“: გოგა ჩანადირის ემოციური განცხადება

 

ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს მიაჩნია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს და საზოგადოებრივი თვითშეგნებაც ამაღლდება და ქვეყანაშიც ნაკლები პრობლემები იქნება.

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს! ამ მოწოდებით გამოდის გოგა და ამაში პარლამენტარებს, პრემიერ მინისტრს, მძღოლებს, გოგონებს ადანაშაულებს.

გოგა ჩანადირი:

პარლამენტარებო!

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს!

იმიტომ, რომ არაფრით მიიღეთ კანონი, რომელიც საგზაო დარღვევებისთვის ქულების დაკლებას ითვალისწინებს.

თქვენ სასჯელის სირბილით დანაშაულის ჩადენის სურვილს ქმნით.

პრემიმიერ-მინისტრო!

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს!

რადგან სათანადოდ არ იაქტიურეთ, რომ ეს კანონი პარლამენტში გაგეტანათ, უზრუნველგეყოთ გარემო, რომელიც საგზაო შემთხვევებს საგრძნობლად შეამცირებდა.

მძღოლებო (განსაკუთრებით მამაკაცები)!

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს!

რომ არღვევთ კანონს და გადაჭარბებით მოძრაობთ.

ხშირად ეს მაგარი ბიჭობა გგონიათ.

თუ რამე შეგიძლიათ, გადით რბოლაზე.

გოგონებო!

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს!

როცა აღტაცებაში მოდიხართ გადაჭარბებით მოძრავი მძღოლი მამაკაცების გამო.

გადაჭარბებით მოძრავი მძღოლები კანონს არღვევენ. თუ ამას ხშირად აკეთებენ, ისინი კომპლექსიანები და არარეალიზებულები არიან.

გაგრძელდება ასე?

მაშინ შემდეგი მსხვერპლი შენი შვილი იქნება, შენი ნათესავი იქნება, შენი მეგობარი, მეზობელი, ახლობელი იქნება ან შენ იქნები შემდეგი მსხვერპლი!”- წერს ჩანადირი.

წყარო: artinfo.ge

 

 

იტვირთბა....