გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული 2 ადამიანი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ და ექიმების ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.