ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდიდან იქნება შესაძლებელი ორსართულიანი მატარებლით აჭარაში გამგზავრება

 

დღეს “ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი დაესწრებიან.

ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ,,საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა. ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება. მატარებლები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

იტვირთბა....