ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეებისათვის სისხლის ჩაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
“მეგობრებო, გიდასტურებთ, რომ სისხლის ყველა საჭირო პროდუქტი ადგილზეა და ამ შემთხვევაში მართვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მათი დეფიციტი. პირადად ვაკონტროლებ”, – წერს სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და და “ლელოს” წევრი გიორგი ლომინაძე მძიმე ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის დროს სპორტსმენებთან ერთად მათი მეუღლეები იმყოფებოდნენ. ოთხოვე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეებს პირველი ჯგუფის დადებითი სისხლი ესაჭიროებათ.