ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარდაბანში წლინახევრის ბავშვი აბაზანაში ჩავარდა და დაიხრჩო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, წლინახევრის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდოდ, მცირეწლოვანი წყლით სავსე აბაზანაში ჩავარდა და დაიხრჩო.
დაღუპული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მორიგე ექიმმა განაცხადა, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მცირეწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.

იტვირთბა....