ოზურგეთის ქალთა სარაგბო კლუბ “ოზურგეთის არწივების” ლიდერი, ნანუკა პაკელიანი საქართველოს 7 ქალა ნაკრების შემადგენლობაში აიყვანეს. პაკელიანი ამჟამად გუნდთან ერთად ბოსნია ჰერცეგოვინაში იმყოფება, სადაც, ზეგ, რაგბი ევროპის ბ დივიზიონის გათამაშება დაიწყება.
ნანუკა პაკელიანი რაგბამდე ბადროს სტყორცნაში ასპარეზობდა, ქალთა რაგბში კი ერთი წელია თამაშობს.
ნანუკა პაკელიანის მშობლები აფხაზეთიდან დევნილები არიან და დროებით ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში ცხოვრობენ.